"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილმა წარმომადგენელმა, გივი თარგამაძემ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ის წულუკიანის კომისიის სხდომაზე 3 აპრილს, 11:00 საათზეა დაბარებული. 

"ეს კომისია რომ შექმენით, მაშინვე დავწერე, ჩემდა თავად მანდ მიმსვლელის დედაცო. ეხლა დილაადრიან ფოსტას რომ მოსაწვევი მოატანინეთ, რა იფიქრეთ, საკუთარ დედას პატივს აღარ სცემსო? იმისი არ იყოს - ეხლა ეს რომ მოიყვანეთ, ამ ქვევრს რა, შეეშინდებოდა და ყელი გაუგანიერდებოდაო?

ამ რუსის ქალის პირადი წერილის საფუძველზე შექმნილ კომისიაზე მოვიდე?

 მაგ ინტერვიუს მერე რუსებმა ძებნაში რომ გამომაცხადეს, სობარ სუზარი საჯაროდ სწუხდა - რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი არ გვაძლევს გადაცემის უფლებას, ეგებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი შემოვუშვათ და აქ, ადგილზე დაკითხონო. ეხლა უნდა, მაგათი შედგენილი კითხვარით თავად დამკითხოს?

 ხო, მართლა, ადამიანის უფლებები მე არ მებარა, მაგას ებარა, მანდ გიზით და რამე თუ გაინტერესებთ, მაგას ჰკითხეთ. უსაფრთხოება ებარა შრომის ინსპექციას, მე უშიშროება მებარა, გენიოსებო.

ამაფეთქეთ. თქვენი ხელიდან მკვდარი ვარ. ხოდა მაგ კომისიაზე თეფში დაატრიალეთ, ეგებ ჩემი სული გამოგეცხადოთ

 თან თქვენს მთავარ ჩეჩმას უყვარს ეგეთი რაღაცეები....." - წერს გივი თარგამაძე.

ცნობისთვის: კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გამოძიება იწყება სსკ-ის 349-ე მუხლით, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების 3 წლამდე ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს.