რომელ რეალობას დავუჯერო არ ვიცი. რამდენიმე დღის წინ რაღაც “ნიუსი” შემომხვდა სოცქსელებში, სამყარო ერთი დიდი სიმულაციააო, შეიძლება ეგაა - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე სოციალურ ქსელში:
უკვე მეორე დღეა ვარშავაში ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ეგიდით 15 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი და ეკა სეფაშვილი თბილისში არიან. ამ დროს ნაცების ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ. რომელ რეალობას დავუჯერო არ ვიცი. რამდენიმე დღის წინ რაღაც “ნიუსი” შემომხვდა სოცქსელებში, სამყარო ერთი დიდი სიმულაციააო, შეიძლება ეგაა 😂