საკმაოდ სერიოზული რესურსი გვაქვს დაგროვილი სამართლებრივ ასპარეზზე, რომელიც არამარტო ჩვენ ქვეყანას, არამედ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს ეხება და ამ მხრივ საქართველოსთან პარტნიორ ქვეყნებს სასაყვედურო არაფერი აქვთ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებული კითხვის პასუხად.
„საქართველოს საკმაოდ სერიოზული ბაგაჟი აქვს დაგროვილი სამართლებრივ საკითხებში, მათ შორისა რუსეთის ფედერაციის თემის გადაცემა უკრაინასთან დაკავშირებით ჰააგის ტრიბუნალისთვის. როდესაც მოლდოვა გარკვეული მიზეზების გამო ვერ აწერს ასეთ გადაწყვეტილებაზე ხელს და მის მიმართ არავის აქვს პრეტენზია, რასაკვირველია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება უნდა მივიჩნიოთ ქართული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. საკმაოდ სერიოზული რესურსი გვაქვს დაგროვილი სამართლებრივ ასპარეზზე, რომელიც არამარტო ჩვენ ქვეყანას, არამედ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს ეხება და ამ მხრივ საქართველოსთან პარტნიორ ქვეყნებს სასაყვედურო არაფერი აქვთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.