სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "წინააღმდეგობის პლატფორმა" "ვაიმარის სამკუთხედის" ლიდერებს დახმარებას სთხოვს და წერილობით მიმართავს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, მიმართვაში არის რამდნეიმე მოთხოვნა, მათ შორის, პატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, სანქციების გამკაცრება, არსამთავრობოების და ოპოზიციის მხარდაჭერა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები, რომლებიც გარე დაკვეთებს ასრულებენ, ყველანაირად ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.
"თითქოს აწყდებიან აქეთ-იქით, ზოგი ითხოვს ქვეყნებისგან დასანქცირებას მთავრობის და რეალურად ეკონომიკური ზიანის მოყენებას. იმედი აქვთ, რომ ხალხი ეკონომიკური პრობლემების შექმნის კვალდაკვალ ქუჩებში გამოვა და იმ რევოლუციონერებს შუერთდება, რომელიც ასეთი "ოლე-თა სექტის" სახელით არის ბოლო პერიოდში ცნობილი. ეს მხოლოდ უსამშობლო ადამიანებს შეუძლიათ, რა პლატფორმაზეა ლაპარაკი ზოგადად. ვერ შექმნეს სალომე ზურაბიშვილისგან ლიდერი და უნდათ, რომ იგი წარმოაჩინონ ერთი მხრივ ხისტი, მეორე მხრივ დაკავშირებული ევროპულ დედაქალაქებთან, ატარეს ევროპაში, დააწერინეს ქარტია, ქარტიაზე ხელი მოაწერინეს "ნაცმოძრაობას", რომელიც გუშინ უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა და აქედან მაინც ვერაფერი გამოიყენეს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.