„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე კომენტარი გააკეთა.

„ჩემს, ზურასა და ელენეს შორის „წითელი ხაზი“ არ არსებობს და არც არასდროს იქნება. მივესალმები მათ გადადგმულ ნაბიჯს გაერთიანებასთან დაკავშირებით. რაც მეტი კონსოლიდაცია იქნება ოპოზიციურ ფლანგზე, უკეთესი იქნება და დარწმუნებული ვარ, დიდ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ, მათ შორის ელენესთან და ზურასთან ერთად, რომელიც აუცილებლად ახლო მომავალში იქნება საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.