გიორგი გამსახურდია, "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ილუსტრაციას ეხმიანება და გვარამიას ე.წ. პოლიტიკოსს უწოდებს, რომელიც შედგა, როგორც რეპრესიების მომწყობი და საქმეების "შემკერი".
"ე.წ. პოლიტიკოსის, გვარამიას პოსტი ამომიგდო ფეისბუქმა. ვერ შედგა ეს კაცი, ვერც პოლიტიკაში და ვერც ჟურნალისტიკაში. შედგა როგორც რეპრესიების მომწყობი და უდავოდ საქმეების კარგად შემკერი. თუნდაც ჩემი ძმის, ცოტნეს სრულად უსამართლო და ყველანაირ სიმართლეს მოკლებული საქმე ავიღოთ. ახლა რაც შეეხება იმ ბინძურ ილუსტრაციას, რასაც ბიძინა ივანიშვილს თავისი ჭკუით უძღვნის და მიაჩნია შემოქმედებად. სხვებისა რა ვუთხრა, მაგრამ, მასზე ხშირად გამიგია რომ ზოგიერთ ფრინველს ადარებენ და აბა რა გითხრათ..." - წერს გიორგი გამსახურდია Facebook-ზე.