საპატიო თავმჯდომარეს რომ პრემიერ-მინისტრის წარდგენის უფლება აქვს, ეს არასწორია კი არა, ღიმილის მომგვრელია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რა გგონიათ, გენიოსები არსებობენ, გჯერათ? - გენიოსები იბადებიან ას წელიწადში ერთხელ. ქვეყნის ყველა ფუნქციური ინსტიტუტის შეთავსება ერთ ადამიანს შეუძლია, რამდენადაც ჭკვიანი არ უნდა იყოს? როგორ გითხრათ, საპატიო თავმჯდომარეს რომ პრემიერ-მინისტრის წარდგენის უფლება აქვს, ეს უბრალოდ, არასწორია კი არა, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა გახარიამ.