რუსეთი ასაჩუქრებს საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის, ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატია - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ტვიტერში წერს.
„რუსეთი ასაჩუქრებს საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადების კვალდაკვალ, რომ ევროკავშირი და ნატო პანაცეა არ არის, სთავაზობს ყველა სახის თანამშრომლობის აღდგენას, დიპლომატიური ურთიერთობის ჩათვლით. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი“,- წერს გახარია.