რასაც ვუყურებ, „ნაციონალურ მოძრაობას“ სულ ფეხებზე ჰკიდია მიშა სააკაშვილის ჰუმანიტარული განზომილება. ერთადერთი იმაზე ფიქრობენ, იქნებ როგორმე პოლიტიკურად გამოიყენონ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მიშა სააკაშვილი ევროპაში და ევროპარლამენტარებში არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ განზომილებაში, იმიტომ რომ ამ ხალხს, როგორც ჩანს, მასთან უმუშავია, რაღაც პირადი კავშირები აქვთ და ა. შ...მაგრამ ეს არის მხოლოდ ჰუმანიტარული განზომილება. ამას სამწუხაროდ, „ოცნება“ და დღევანდელი ხელისუფლება იყენებს, ამას ასაღებს საქართველოს მოქალაქეებს, თითქოს, ევროპაში ვინმეს უნდოდეს სააკაშვილის, ან ხელისუფლებაში დაბრუნება, ან რაღაცა მხარდაჭერას მას უცხადებდეს - ეს არის სრული ტყუილი, რომელსაც ერთი მხარეც „ოცნება“ და მეორე მხარეც „ნაციონალური მოძრაობა“, ხანდახან იყენებს. სინამდვილეში, მე რასაც ვუყურებ, ამ „ნაციონალურ მოძრაობას“ სულ ფეხებზე ჰკიდია მიშა სააკაშვილის ჰუმანიტარული განზომილება. ერთადერთი იმაზე ფიქრობენ, იქნებ როგორმე პოლიტიკურად გამოიყენონ. ეს მათი საქმეა, მე ამაში ვერ გავერკვევი. მთავარი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არავის ევროპაში მიშა სააკაშვილი, როგორც ქართველი პოლიტიკოსი აღარ აინტერესებს, მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის ჰუმანიტარული განზომილება არსებობს. ეს ლოგიკურია და გასაგები",- განაცხადა გიორგი გახარიამ.