პირდაპირი ფრენების გახსნა, ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს სასწრაფო ზომები საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე”, - წერს გახარია და მისი საპარლამენტო გუნდის შემუშავებულ რეზოლუციას აქვეყნებს.
ცნობისათვის, პარტიამ "საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში.