„ოცნებას“ შიშები აქვს, რომ თურმე სასამართლოში „ნაცებია“ ჩანერგილი - როცა ხელისუფლება შენს ხელშია და ეს სისტემა ვერ გაგიჯანსაღებია, წადი სახლში,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„სამწუხაროდ, „ოცნებას“ აღარ სჯერა დამოუკიდებელი სასამართლოს, როგორც დემოკრატიული სისტემის დამოუკიდებელი შტოს, არ სჯერა. „ოცნება“ თვლის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ბუნებაში არ არსებობს, მათ შორის არც დემოკრატიულ სისტემებში, აქედან გამომდინარე, ბუნებრივად, „ოცნება“ თვლის, რომ თუ დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, ე.ი. სასამართლო სისტემას მაინც ვიღაცა გააკონტროლებს და მოდი მე გავაკონტროლებ, სხვას რატომ უნდა გავაკონტროლებინო? აქედან გამომდინარეობს „ოცნების“ ეს შიშები და მუდმივი საოცარი თეზები, რომ თურმე სასამართლოში „ნაცები“ არიან ჩანერგილები. თუ „ნაცები“ არიან ჩანერგილები და მთელი ხელისუფლება შენს ხელშია და ვერ გაგიჯანსაღებია, ე.ი. წადი სახლში",- განაცხადა გიორგი გახარიამ.