„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის, არის ის რომ ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ, რადგან დავანახოთ ქართველებს, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის." - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა რუსთავში, ქვემო ქართლის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ფულის მოპარვა, არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ამდენი ფული იყოს პოლიტიკაში, არ შეიძლება მედია სრულად იყოს დამოკიდებული ფულსა და პოლიტიკურ პარტიებზე და არ შეიძლება არ უსმენდე ქვეყნის 90%-ს, რომელიც ევროპას ირჩევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ შეხვედრაზე.