„დაზარალებულ პოლიციელებს, რა თქმა უნდა, სრული მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ და აღმოუჩინოთ. საბოლოოდ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დაზარალებული პოლიცია არის იმიტომ, რომ უკანონო ბრძანებებს იღებენ იმ ხალხისგან, რომლებიც აიძულებენ შეასრულონ, ის რასაც ასრულებენ. პოლიციელებს ჩემი მხარდაჭერა არასდროს აკლდათ, კეთილსინდისიერ პოლიციელებს, იმათ კი არა, ნიღბის მოხსნის რომ ეშინიათ და წიხლებით ბავშვებს რომ სცემენ. – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

"კადრები ხომ ნახეთ, გურამ როგავას თავზე რომ დაესხნენ, ის აშავებდა რამეს? კანონს არღვევდა? რა დღეში არის დღეს ადამიანი, 10 ნიღბიანი პოლიციელი მიწაზე დაგდებულ ახალგაზრდას წიხლებით რომ სცემს, ეს არის ქართული? ღირსება? და ეს არის პოლიცია? მე უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ესენი პოლიციელები არ არიან, მე არ მჯერა, რომ ის ხალხი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვმუშაობდით, ამის გამკეთებლები არიან და ის ადამიანები, პოლიციელები, რომლებიც დაზარალდნენ, რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ ზრუნვა და მე მჯერა რომ ასეთი ფაქტებიც იქნება. მაგრამ ამ რადიკალიზაციას ხელი შეუწყო „ოცნებამ“ სამარცხვინოდ, რადგან ერთ მხარესაც საქართველოს მოქალაქეები არიან და მეორე მხარესაც საქართველოს მოქალაქეები არიან. იმ ადამიანებს, რომლებიც დაზიანდნენ პოლიციის ფორმაში, კეთილსინდისიერი პოლიციელები, რა თქმა უნდა, ჩემი მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.