ბოლო 9 წელში ყველაზე ცუდი არჩევნები ჩატარდა... დაიწყეს სისტემური ყიდვა, ცესკო კი "ოცნების" პარტიული დანამატი გახდა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში "პოლიტიკური ამბები" განაცხადა.
მისივე თქმით, "ოცნებამ" დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემური გამოყენება. გიორგი გახარია: ჩვენთვის პოსტსაარჩევნო და საარჩევნო კამპანიაც გამოირჩეოდა იმ მხრივ, რომ გვიწევდა პარტიული მშენებლობაც, სტრუქტურულიც და საარჩევნო კამპანიის წარმართვაც. ის ორმხრივი ცეცხლი, რომელიც არ ჩერდებოდა 2-3 თვის განმავლობაში. ჩვენ ვამბობდით, რომ მივიღებთ იმდენ ხმას, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ დავიწყოთ ცვლილებები. ამ ცვლილებებს დავიწყებთ მუნიციპალური დონიდან. ეს ორმხრივი ცეცხლი ხომ არ იყო ის, რაც თქვენ გაძლიერებდათ?  როგორ არის იცით? რაც არ გვკლავს, ყველაფერი გვაძლიერებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობდით, რომ ეს გამოგვეყენებინა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. ეს არ იყო არც თანაბარი და არც დემოკრატიული. თქვენ რომ შეგეხოთ ცუდი იმიტომ თუ რამე სხვა?  არა, ეს იყო იმიტომ, რომ პირველად ხელისუფლებამ სისტემურად გამოიყენა სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ძალოვანი უწყებები. ასევე სისტემურად დაიწყო ყიდვა. აქამდე არ გამოუყენებია?  მე არ მითქვამს, რომ არ გამოყენებია, მაგრამ ასეთი სისტემური ხასიათი მას არ ჰქონია, მაგრამ ყველაზე სამწუხაროა, რომ ეს დაიწყეს, რაც აჩენს ეჭვს შემდეგი არჩევნების... ცესკო ფაქტობრივად პარტიული გაგრძელება გახდა, რაც ყველაზე ცუდი. ცესკოს მუშაობა შარშანდელზე კარგად შეფასდა ადმინისტრირების თვალსაზრისით.  მანდაც რომ არ გვქონდეს გაუმჯობესება, საერთოდ სამწუხარო იქნებოდა ყველაფერი.