თავდაცვის საუკეთესო იარაღი, რაც შეიძლება უკრაინას აჩუქოს მსოფლიომ, ეს არის მიშა სააკაშვილის გათავისუფლება - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ „ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„ზუსტად მიშას მასშტაბიდან გამომდინარე, როგორ გგონიათ, სულ რომ ხელი არ გაანძრიოს ქართულმა საზოგადოებამ, მიშა სააკაშვილს ვინმე აჩუქებს პუტინს? ეს არის თავდაცვის საუკეთესო იარაღი, რაც შეიძლება უკრაინას აჩუქოს მსოფლიომ - მიშა სააკაშვილის გათავისუფლება. უკრაინას სჭირდება როგორც შეიარაღება, საჰაერო თავდაცვა, ანტისარაკეტო თავდაცვა, ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი ცოცხალი ექსპერტი პუტინთან ურთიერთობების საკითხებში. მებრძოლი, რომელმაც თავისი ქვეყანა გადაარჩინა. დარწმუნებული ვარ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ძალიან მალე, იმედი მაქვს მომავალ წელს, ამ დროს საქართველოში რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იქნება და 41-ანალები კი არ გაქრებიან, მათ კუთვნილ ადგილს, რუსულ „უბორნიაში“ დაიმსახურებენ“,- განაცხადა გიორგი ჩალაძემ.