❌ ზურა გირჩი ჯაფარიძე: ,,იარაღთან მოპყრობის კურსი ხშირად არის ჩვენი ბანაკების პროგრამის ნაწილი.''
თითი თითზე რომ არ დაუდიათ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და პროცესის საბოტაჟს რომ ეწევიან, ეს ყველამ ვიცით. ქართულ ტრადიციებს რომ აკნინებენ, ესეც ნაცნობი ამბავია. ჩვენ გმირ სამხედროებს რომ რუსული ჯარი დაუძახეს, ესეც ვნახეთ. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ახლა კი, ახალ სიმაღლეებს იპყრობენ - გაურკვეველი მიზნებისთვის არასრულწლოვნებსა და ახალგაზრდებში არეულობისა და რევოლუციის პირდაპირი პროპაგანდა მიდის. მიუღებელია ისიც, რომ ამ ტიპის შეკრებებს საერთაშორისო დაფინანსება აქვს.
ახალგაზრდული ბანაკი ახალგაზრდებთან კომუნიკაციის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა. მაგრამ ის, რასაც ეს პოლიტიკური ჯგუფი ამ ფორმით ატარებს ახალგაზრდული ბანაკის გარდა ყველაფერია.
ბევრს პირადად ვიცნობ, ვინც ამ ორგანიზაციაშია. მეგობრებო, მოგიწოდებთ კარგად დაფიქრდეთ, სანამ ამ ტიპის ,,ახალგაზრდულ ბანაკში'' მიიღებთ მონაწილეობას. ,,სისხლიანი რევოლუცია'' და ,,სისტემის პარალიზება'' წარსულს დიდი ხანია ჩაბარდა." - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.