„ქართული ოცნების“ განცხადებები ჩვენ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ უმნიშვნელოვანესი იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნა. საზოგადოება იმსახურებს მიიღოს კითხვებზე პასუხი, რომელიც მათ აქვთ.“- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.

„ქართული ოცნების“ განცხადებები ჩვენ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ უმნიშვნელოვანესი იქნებ საგამოძიებო კომისიის შექმნა იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს გააჟღერეს, რომ რამდენიმე დღის წინ გამოძიება დაიწყო, მაგრამ უკვე რამდენი დღეა გასული ტრაგედიიდან და უკვე მოსახლეობა იმსახურებს, რომ იცოდეს რაღაც დეტალები, გამოძიება უნდა მუშაობდეს და ამის შესახებ უკვე უნდა საუბრობდეს საგამოძიებო ორგანოები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით, „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაში დაკავებულია თემების გადაფარვით, ბოდიშების მოხდით და თუ ვინმეს ჰგონია მათი ბოდიში გულწრფელია, ისინი გულწრფელები იყვნენ მაშინ, როდესაც დაზარალებულებს დაესხნენ თავს. ამიტომ საგამოძიებო კომისია ვფიქრობ, რომ იტყვის უფრო მნიშვნელოვან რამეებს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ცალკე დამოუკიდებლად კიდევ ვმუშაობთ კონკრეტულ მასალებზე, რომლებიც უკვე ამ საგამოძიებო კომისიისთვის იქნება მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.“ - ასე გამოეხმაურა გიორგი ბოტკოველი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ცნობისთვის, ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. ამ დრომდე ნაპოვნია სტიქიის შედეგად დაღუპული 28 ცხედარი. დაკარგულია 5ადამიანი.