„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ
“ვლადიმერ პუტინი და პუტინისტური რეჟიმი არის საქართველოს მტერი. ეს აქამდეც ძალიან კარგად ვიცოდით ყველა ნორმალურმა ქართველმა და ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმ მიმართულებით, რასაც საქართველოს მტრობა ჰქვია, რასაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ანექსია ჰქვია და ბუნებრივია ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა ქართველმა. ვიცით, რომ ამას პუტინისტური მოღალატეობრივი რეჟიმი ბუნებრივია არანაირად არ გაითვალისწინებს შესაბამისად საქართველოს ეროვნული ინტერესებისა, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად უკან დაუბრუნდება პუტინს და საქართველოს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული, რადგანაც საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომლის მთლიანობა და სუვერენიტეტი არის აღიარებული მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ.” - განაცხადა გიორგი ბარამიძემ