მთავარია, ევროსასამართლომ სააკაშვილის ძირითადი საქმე მიიღო განსახილველად და სწორედ ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ყველანი ვხედავთ განახევრდა ადამიანი, რამდენი დიაგნოზია დასმული თვითონ იმ ჰოსპიტლის მიერ, რომელშიც ის წევს. სამკურნალოდ საკუთარი ფეხით შეიყვანეს ადამიანი და დღეს ის დავრდომილია, ამიტომ ფაქტია, რომ ის შეშფოთება, რომელიც აქვს ოჯახს, ექიმებს, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მეორეა რამდენად სამართლებრივად ჩათვალა ევროსასამართლომ მიზანშეწონილად, რომ ახლავე იქნეს პოლონეთში გადაყვანილი. მათ რა არ ჩათვალეს საკმარისად, რა ჩათვალეს, ეს სხვა თემაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ძირითადი საქმე მიიღო განსახილველად, ჩათვალა მიზანშეწონილად და დასაბუთებულად, რომ მისი ძირითადი საქმე ყოფილიყო განხილული და სწორედ ეს საქმე გაგრძელდება და სწორედ ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი თვალსაზრისით შედეგი რასაც ველოდებით. იმედია დიდხანს არ გასტანს ეს ამბავი და იმედია სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.