"რიგით მესამე, 5000₾ "პივის ჩეკი" მომიტანეს მილიციიდან, "- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს:
"მორიგი, რიგით მესამე, 5000₾ "პივის ჩეკი" მომიტანეს მილიციიდან. ოღონდ თარიღი ისეა გადღაბნილი, რომ ეშმაკი ვერ გაარჩევს რუსთაველზე გასეირნების რომელ საღამოს მედავებიან. არც აქვს მნიშვნელობა.
არ ვაპირებ არც გადახდას და არც სასამართლოზე მისვლას, თავში ქვა გიხლიათ
ცეცხლი და ზედ ნავთი ოლიგარქიას"- წერს გიგი უგულავა.