ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, აშშ-ს მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავისუფალი სამყარო ყოველთვის ავიწროებს სტრუქტურებს, ადამიანებს, ვინც ეხმარება პუტინის ბოროტების იმპერიას.
ბოკერია ფარცხალაძის დასანქცირებაზე: პრობლებაა, რომ ასეთი ხალხი წარმოადგენს დღეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე
ბოკერიას თქმით, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანების რიგში ისინი არიან, ვინც პირდაპირ წარმოადგენენ დღეს ივანიშვილის რეჟიმს და საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე.
" ანუ ჩვენ ეს ხელისუფლება გვყავს და სანამ ჩვენ ეს ხელისუფლება გვყავს, ჩვენს ისტორიულ ამოცანას, რომ თავისუფლების სამშვიდობოს გავიდეთ, NATO-ს წევრი გავხდეთ, თავისუფალ სამყაროში დავბრუნდეთ და ვიყოთ დაცულები, ვერ მივაღწევთ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს რეჟიმი დემოკრატიულად შევცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტოებს დაგვტოვებს ეს რეჟიმი პირისპირ რუსულ საფრთხესთან, იმიტომ რომ ასეთი ხალხი წარმოადგენს დღეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, ვინც ამ სანქციების ქვეშ მოექცა".- ამბობს გიგა ბოკერია.