ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს ეხმაურება.
გიგა ბოკერიას თქმით, დღეს საქართველოს არაპუტინისტური სულისკვეთების, ნორმალური მთავრობა რომ ჰყავდეს, ელჩებთან შეხვედრები აბსურდული იმპიჩმენტის თემაზე არ უნდა იმართებოდეს.
„ამის ნაცვლად, მთელ მსოფლიოში პირველ რიგში პრემიერმინისტრი და მასთან კოორდინაციაში პრეზიდენტიც უნდა მართავდნენ შეხვედრებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვაშინგტონის სამიტის მოსამზადებლად და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად.
სწორედ ამას ცდილობენ უკრაინა და მოლდოვა, ხოლო ჩვენ ამის მაგივრად, ამ მარაზმში ვართ, რაც ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის პირდაპირი შედეგი და ეროვნული ინტერესების ღალატის ტოლფასია“ - თქვა გიგა ბოკერიამ