ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წიაღიდან (უფრო ქვესკნელი ეთქმის) ამოგვძახეს, რომ საქართველო მძევლად ყავთ აყვანილი და თუკი სააკაშვილს არ გაანთავისუფლებენ მძევალს ტანკებით გადაუვლიან.  - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ყველა ნიუანსი სააშკარაოზეა გამოტანილი. კითხვებიც აღარ რჩება, ახლა შესაფასებელი მხოლოდ ისაა თუ ვინ როგორ აღიქვამს რეალობას. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წიაღიდან (უფრო ქვესკნელი ეთქმის) ამოგვძახეს, რომ საქართველო მძევლად ჰყავთ აყვანილი და თუკი სააკაშვილს არ გაანთავისუფლებენ მძევალს ტანკებით გადაუვლიან. ამასთანავე, პირდაპირი გაგებით, სააკაშვილს არ აჭმევენ, უკრძალავენ სამედიცინო დანიშნულების შესრულებას, თან მოწამლულიაო, მაგრამ ექსპერტიზაზე არ თანხმდებიან, არც უცხოელი ექიმების ჩამოყვანაზე თანხმდებიან, თუნდაც სახელმწიფოს ხარჯზე. ათეულ ათასებს ხარჯავენ პიარზე სახელმწიფოს დისკრედიტაციის მიზნით. საქართველო ვერა, მაგრამ თავად სააკაშვილი კი მართლაც აქციეს კეზერაშვილის შექმნილი რევოლუციური კომიტეტის მძევლად. სააკაშვილიცმმართველობის დაბრუნების ჟინით შეპყრობილი, ეწევა თვითდაზიანებას.ესაა უალტერნატივო რეალობა. ახლა ოპოზიციამ არჩევანი ორ გზას შორის უნდა გააკეთოს, ან ხაბეიშვილისა და სანიკიძის მთავარსარდლობით თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და სისხლისღვაზე ლაპარაკით კიდევ უფრო შეაძულონ თავი საზოგადოებას, ან შექმნან სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამა და არჩევნებისათვის დაიწყონ მზადება." - წერს გია ვოლსკი.