ე.წ. ალიანსის იდეა ერთია და ეს ნიკა გვარამიამ გამოხატა, რომ საქართველო იმ პროცესებში უნდა ჩაერთოს, რასაც რუსეთთან ბრუტალური დაპირისპირება ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ალიანსის“ თანამშროლობის სხვა მიზანი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ საქართველო დაინგრეს და ქვეყანაში რევოლუციის გზით ახალი ხელისუფლება უნდა მოვიდეს.
„მათი გამაერთიანებელი მხოლოდ ესაა. შიგნით რაღაც დაპირისპირება ხდება, თუ როგორ უფრო ეფექტური იქნება „ნაცმოძრაობა“ „ალიანსში“ თუ მის გარეთ. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შინაარსს არ ცვლის, არც მათ ხედვას, არც პოლიტიკას. ვინმეს თუ არ აწყობს სააკაშვილის სისხლიან წარსულთან გაიგივება, ერთია, მაგრამ მთავარი მიზანია, ქუჩაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მიიზიდონ. მათ შორის სხვაობა არ არის, თუმცა ვინც „ალიანსშია“ გაერთიანებული მონაწილე იყო მაშიდნელი დანაშაულების ან დღესაც და მაშინაც იმ პოლიტიკას უჭერდა მხარს, რომელსაც სააკაშვილი ატარებდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.









