მედვედევი იმუქრება, რასაც გარკვეული მიზანი აქვს. ამ მიზნის შესასრულებლად „ნაცმოძრაობის“ საქმიანობა ზედგამოჭრილი იყო და როგორც ჩანს, მომავალშიც ასე აპირებენ საქმიანობას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ეს არის ფაქტი, რომელსაც მოჰყვა ის, რომ რუსეთის მართებულობას ხელი მოაწერეს. დღეს ეს მუქარა ძალაშია, რუსეთისთვის ეს ტერიტორიები სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რათა თავის დიდ ბრძოლაში დაუპირისპირდეს იმ დიდ ძალას, რომლის წიაღშიც ჩვენ ვართ და რაც კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული. ეს არის რეალობა, რომელშიც სწორად მოქცევაა საჭირო და არა ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, რომელსაც ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც მუდმივად, 2006 წლიდან მოყოლებული ინტენსიურ ნაბიჯებს დგამდნენ, რათა რუსეთს თავისი სტრატეგიული გეგმები აესრულებინა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ინტრიგა, რომელიც მუდმივად არსებობს და მედიასაშუალებებშიც ამ რაკურსით იხილება საკითხი. ამერიკიდან, ვაშიგნტონიდან არაერთი გაფრთხილება გაგვიგია და ყველაფერი იგნორირებული იყო. დღეს ეს ხალხი შეგროვდა და უნდათ, რომ ერთი რეალობიდან გადაგვიყვანონ მეორეში, თითქოს მმართველ პოლიტიკურ გუნდში რაღაც რუსული თემა პრივალირებს. მედვედევი იმუქრება, რასაც გარკვეული მიზანი აქვს. ამ მიზნის შესასრულებლად „ნაცმოძრაობის“ საქმიანობა ზედგამოჭრილი იყო და როგორც ჩანს, მომავალშიც ასე აპირებენ საქმიანობას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.