პარლამენტში ოპოზიციის შემოსვლა გარდაუვალია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დავინახავთ, რას წარმოადგენს მათი სიტყვა.

„ერთი „ნაცმოძრაობისგან“ ოთხი „ნაცმოძრაობა“ შეიქმნა, თუმცა სხვადასხვა რიტორიკით. მათი რიტორიკა მოგონილია მხოლოდ იმისთვის, რომ სხვადასხვა ფენა მოიზიდონ არჩევნების დროს. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ისე იმოქმედებს, რაც მათთვის მაქსიმალური შედეგის მიღწევისთვის იქნება საჭირო. მათთვის მაქსიმალური შედეგი მაქსიმალური დესტაბილიზაციის მიღწევაა. პარლამენტში ოპოზიციის შემოსვლა გარდაუვალია. ისინი ეცდებიან, თავიანთი ამომრჩეველი იმ აზრს შეაჩვიონ, რომ პარლამენტია ის ადგილი, სადაც მათ დესტაბილიზაციის მისაღწევად ბრძოლა მოუწევთ. უახლოეს პერიოდში დავინახავთ, რას წარმოადგენს მათ მიერ მიცემული სიტყვა და „გადაგდება“ თუ პუფის პოლიტიკა, რასაც 2020 წლიდან შუბლზე ძარღვის გაწყვეტით დემონსტრირებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.