"ტრამპის პოლიტიკა რუსეთის და უკრაინის მიმართ ძალიან არ მომწონს, მაგრამ მის უკან რაღაც ლოგიკა არის", - ამის შესახებ ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.

"რაც არ მესმის, არ მესმის. ტრამპის პოლიტიკა რუსეთის და უკრაინის მიმართ ძალიან არ მომწონს, მაგრამ მის უკან რაღაც ლოგიკა არის (ომი მართლა დასამთავრებელია, რუსეთი ზავზე უნდა დაითანხმო და ა.შ.). სავაჭრო ტარიფები ისტორიულად ბევრს შემოუღია და ხანდახან მათ გამართლება ჰქონია. ეკონომიკურ ნაციონალიზმს თავისი ლოგიკა აქვს - ვეთანხმებით თუ არა, სხვა საკითხია.

მაგრამ იმ ფორმით, რითაც ახლა ამას ტრამპი აკეთებს, მისი ტარიფები სიგიჟე მგონია. როგორ უნდა მოუტანოს ამან სარგებელი ამერიკას ან თუნდაც ტრამპის გუნდს (გასაგებია, რომ სხვები არ აინტერესებს), ვერ ვხვდები. თუმცა, ეკონომიკა ჩემი სფერო არ არის, თუ ვინმეს ესმის, იქნებ აგვიხსნას," - წერს გია ნოდია.