"ნატა ფერაძე თვალსა და ხელს შუა ყალიბდება საკულტო ფიგურად",- ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ნოდია საკუთარ Facebook გვერდზე წერს. 

"ნატა ფერაძე თვალსა და ხელს შუა ყალიბდება საკულტო ფიგურად (ცხადია, რაღაც წრეში - ყველა საკულტო ფიგურა ასეა).

მაგრამ ახსნაა საინტერესო: ამის მიზეზი ძირითადად მისი დღის წესრიგია (ხეების დაცვა), თუ ზოგადი იმიჯი (მეამბოხე ქალი, რომელიც სოციალურ კონვენციებს არ ემორჩილება)?

მე კი მაქვს ჩემი ვარაუდი",- წერს ნოდია.