სამება დიდწილად მისი ფულითაა აგებული. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეკლესიამ ის იქადაგოს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
„ბევრი გრანტი მიგვიღია, მაგრამ უცხოური ძალის ინტერესი არასოდეს არ გაგვიტარებია და ბუნებრივია მიუღებელი იქნებოდა ჩვენთვის, რომ ასეთი რამე გვეღიარებინა. დაახლოებით ეს იგივეა, ბიძინა ივანიშვილის მაგალითს რომ ვიღებთ, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი ფული შესწირა ეკლესიას, სამება დიდწილად მისი ფულითაა აგებული. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ეკლესიამ ის იქადაგოს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, ან მისი ინტერესების გამტარებელი უნდა იყოს? - ეს იგივე ლოგიკაა“, - აღნიშნა ნოდიამ.









