ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ელჩი ხაბეიშვილთან, რომ დაჯდება და რაიმე თემის სერიოზულად განხილვას დაიწყებს - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ლევანს ხაბეიშვილი დასავლეთისთვის მიუღებელი ფიგურაა, უცხო სხეულია, ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ელჩი, მასთან რომ დაჯდება და რაიმე თემის სერიოზულად განხილვას დაიწყებს. ხაბეიშვილის გამარჯვებით „ოცნებამ“, ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია“- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.