მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება გაკოტრებულია, არც ოპოზიციური პარტიების მიმართაც არ არის ამომრჩევლის განწყობა პოზიტიური, უფრო ცუდსა და უარესს შორის არჩევანი უწევს, -  ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

„პრეზიდენტის ქარტიისადმი ოპოზიციური პარტიები პატივისცემას გამოხატავენ, მაგრამ ქმედით კონსოლიდაციას ამ თემასთან დაკავშირებით, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მათ ინტერესებშია, რომ ქარტია წინა პლანზე იყოს წამოწეული, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული მათი შედეგი. არ არის დასამალი, რომ ოპოზიციური პარტიების მიმართაც, მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება გაკოტრებულია, არც ოპოზიციური პარტიების მიმართაც არ არის ამომრჩევლის განწყობა პოზიტიური, უფრო ცუდსა და უარესს შორის არჩევანი უწევს და ვფიქრობ, ქარტიის გააქტიურება ხელს შეუწყობდა მთლიანობაში ხელისუფლების დამარცხებას, ეს ჩანს მარტივი ინდიკაციებით“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.