ხელისუფლებას მოსახლეობის საწინააღმდეგო მიმართულებით მივყავართ, შესაბამისად, ხალხის მხარდაჭერის იმიტირება ლოგიკას მოკლებულია,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ხელისუფლების გეგმა, ამ ყველაფრის გადატეხის მცდელობა გასაგებია. 29-ის აქციას აქციას ვერ ვუწოდებ. ვითომ ძალის დემონსტრირება და სახალხო მხარდაჭერის იმიტაციაა. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის 85%-ს უნდა ევროკავშირი. ხელისუფლებაც არ ამბობს, რომ ეს ასე არ არის. ყველა კვლევაში ეს ჩანდა და ხელისუფლებაც ამას ეთანხმებოდა. დღეს ხელისუფლებას მივყავართ საწინააღმდეგო მიმართულებით, შესაბამისად, ხალხის მხარდაჭერის იმიტირება ლოგიკას არის მოკლებული", - ამბობს გია ხუხაშვილი.