ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია აბაშიძე წერს: 

ულიმიტოდ ბრიყვი უნდა იყო, რომ მოახერხო და საქართველოს ეროვნულ დღესასწაულზე გადაიმტერო ერი. საქართველოს სამარცხვინო დე იურე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დე ფაქტოდ დიდი ხანია აღარაა ხალხის რჩეული. ამ სამარცხვინო სუბიექტმა თავხედობით, აროგანტულობით, ანგარებით, ჯიუტობით, თავქარიანობითა და ყეყეჩობით გაფლანგა მისდამი იოტისოდენა პატივისცემაც კი. 
ვკითხულობ დღევანდელ რეაქციებს სოცქსელში და დანანებით ვწერ - საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი იქცა ბუტაფორიაზე უარეს არარაობად.
როგორც ამერიკელები ამბობენ - NOT my President!