"დღეს, 8 ოქტომბერს, ჩვენ ვიხსენებთ გერმანელების დეპორტაციას კავკასიიდან 1941 წელს." - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ტკივილი, გამომშვიდობება და 120-წლიანი ისტორიის უეცარი დასასრული:
დღეს, 8 ოქტომბერს, ჩვენ ვიხსენებთ გერმანელების დეპორტაციას კავკასიიდან 1941 წელს. ეს გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირმა ნაცისტური გერმანიის თავდასხმის საპასუხოდ მიიღო. 85 წლის წინ საბჭოთა რეჟიმმა გამოსცა სასტიკი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც გერმანული წარმოშობის ათი ათასობით უდანაშაულო ადამიანი კოლექტიურად უნდა დაესაჯათ და სამშობლოდან განედევნათ. რამდენიმე დღეში მხოლოდ საქართველოდან 23 000-ზე მეტი ადამიანი გადაასახლეს ყაზახეთსა და ციმბირში. ოჯახები ერთ ღამეში დაინგრა, საუკუნის განმავლობაში გულმოდგინედ აშენებული შვაბიური სოფლები, როგორიცაა კატარინენფელდი (ბოლნისი), მათ სამუდამოდ უნდა დაეტოვებინათ. ბევრი მათგანი ვერ გადაურჩა მგზავრობას და გადასახლებაში მძიმე შრომას. თუმცა საბჭოთა რეჟიმმა ვერ შეძლო იმ საფუძვლის სრულად განადგურება, რომელიც გერმანულ-ქართულ მეგობრობას მაშინ ჩაეყარა. დღეს ბოლნისის შვაბიური სტილის შენობები გვახსენებს, რომ გერმანიიდან ჩამოსულმა ოჯახებმა საქართველოში ახალი ცხოვრება შექმნეს. ისინი და რეგიონის ქართველი მოსახლეობა ერთმანეთისგან სწავლობდნენ, ერთმანეთს უზიარებდნენ ღვინის ტრადიციებსა და კულტურას. ამ მტკივნეული წარსულის ფონზე ქართველებსა და გერმანელებს შორის პარტნიორობისა და კულტურული ურთიერთობების ურყევი ხიდი წარმოიშვა.
გერმანიის საელჩოც სწორედ ამ კავშირების გაღრმავებასა და გამყარებას უწყობს ხელს, რათა საქართველოსა და გერმანიის ხალხები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ და დაუმეგობრდნენ ერთამენთს 🇩🇪🇬🇪"- წერია საელჩოს ინფორმაციაში.




