გედევან ფოფხაძე შეუერთდა "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას აქციას და შიმშილობა გამოაცხადა.
ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ განაცხადა.
"მე ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას, მეც დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს იმაში, რომ შეუძლებელია დღეს ამ რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა.
ფაქტობრივად, შექმნილია უკანონო რეპრესიული სისტემა ადამიანების დევნის, არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც უბრალოდ ემსახურება ერთი ადამიანის კერძო ინტერესებს, ამ ფონზე, ჩვენ თუ არ დავუპირისპირდით ამ ყველაფერს ჩვენი თავგანწირვით, პრინციპული პოზიციით და რაიმე ელემენტი დავტოვეთ მათთა შესაძლო თანამშრომლობის, ამით ვღალატობთ იმ ხალხსაც, ვინც ციხეში უკანონოდ ზის და საზოგადოებასაც. ამიტომ, მგონია დღეს არის პროტესტის სწორი ფორმა", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გუშინ, 27 ივნისს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა გამოაცხადა.