ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის პრეს-სპიკერი საქართველოში განცხადებას ავრცელებს:

"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რეგიონში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს ამ არჩევნების ჩატარების კონსტიტუციურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს.

ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას."- ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის: ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. გახსნილია 152 ე.წ. საარჩევნო უბანია.

ე.წ პრეზიდენტობისთვის ხუთი, კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.

კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება. ოკუპირებული აფხაზეთის გარდა ე.წ. არჩევნები რუსეთის ორ ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკშიც ტარდება.