ესპანეთის მეფე ფელიპე დედოფალთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, ვალენსიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში ჩავიდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მოქალაქეები სკანდირებდნენ – „მკვლელებო, მკვლელებო“ და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.
ესპანეთი ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე კატასტროფული წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. სამაშველო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, უკვე მეექვსე დღეა, მიმდინარეობს.
წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი, 210 ადამიანია დაღუპული ვალენსიაში, კასტილია ლა მანჩაში დაიღუპა სამი, ანდალუსიაში კი – ერთი ადამიანი. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სინოპტიკოსები უამინდობას ისევ ელოდებიან.
თარგმანი: პირველი არხი