"ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ატლანტიკური საბჭოს მიერ საქართველოს მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარედან უამრავი მავნებლობის პასუხად საქართველომ ასეთი მაღალი შეფასება მიიღო.
"ესეც პასუხი საქართველოს დემოკრატიის და თავისუფლების შეფასების შესახებ. ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უამრავი მავნებლური მცდელობის პასუხად, “ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა. 2012 წლის შემდეგ თავისუფლების ხანგრძლივი სარეიტინგო პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.
საქართველო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო იმ 45 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის, ანუ თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული. თავისუფლების ინდექსს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, ამერიკული ორგანიზაცია "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს." - წერს სეფაშვილი.
ცნობისთვის, Atlantic Council-მა საქართველო მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა