სალომე ზურაბიშვილს თავისი ღია პოზიციით შეუძლია, შეკრას ისეთი ტიპის დიდი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ქვეყანას ახლა ძალიან სჭირდება ამ ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის როლს არ დავაპატარავებდი, ერთი კონკრეტული პარტიის სათავეში, მე მას პროცესის სათავეში ვხედავ, ვხედავ პოლიტიკურ პროცესში, როგორც შემდგომ ეტაპზე, მათ შორის არჩევნების შემდგომ, რა ფორმით ვნახოთ, მაგრამ ვხედავ ასე. მე ვისურვებდი ამას და ამას ნამდვილად ხელს შევუწყობ. შესაბამისად, თავისი ღია პოზიციით მას შეუძლია, შეკრას ისეთი ტიპის დიდი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ქვეყანას ახლა ძალიან სჭირდება ამ ევროპულ გზაზე. ამაში მას დიდი როლის თამაში შეუძლია და ვხედავ, რომ ამისთვის მზად არის",- განაცხადა ეკა ბესელიამ.