აბა რა ხდება გემთან? შესვენებაზეა გასული ოპოზიციაო? ამ დროს რომ გადმოვიდეს გემიდან ლარისა ბებია პულიმიოტით, რა ვქნათ მერე?  - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე ბათუმის პორტთან მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" აქციებთან დაკავშირებით:

"აბა რა ხდება გემთან? შესვენებაზეა გასული ოპოზიციაო? ამ დროს რომ გადმოვიდეს გემიდან ლარისა ბებია პულიმიოტით, რა ვქნათ მერე? არიქა ბიჭო, ასე შეიძლება რუსეთის დამარცხება? ხაბე არ მიატოვებდა რუსი პენსიონერი დივერსანტების დაჯავშნილ საკრუიზო გემს! გემის ქვეშ ჩაუყვინთავს და სიღრმიდან აკონტროლებს სიტუაციასო და მართალია? მაინც ვერ გადაფარეს თქვენმა მეპატრონეებმა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება! ეს გაწუხებდათ და ყველამ ვიცით. აკვირდებით, რომ ამათი შანტაჟი, საქართველოს სანქცირებისთვის დახარჯული ფულები, ქართველების ცალფეხზე დაყენების მცდელობა, ქვეყანაში არეულობების მოწყობა, მნიშვნელობას რომ კარგავს? კარგია!

პრემიერის ვიზიტი მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენაა! კიდევ გაძლიერდა ჩვენი სამშობლო!!! ამ ტემპით სვლა გვინდა და ბოლოს სათხოვარიც არაფერი გვექნება, პირიქით მათი ინტერესი იქნება საქართველოსთან ყოფნა! ნაცების და რადიკალური ოპოზიციის ჯინაზე, ამას მივაღწევთ! საქართველო ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება.

რაც მთავარია ომს არ დავიწყებთ, მშვიდობას შევინარჩუნებთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი გავარღვევთ ნაკერებზე." - წერს დიტო სამხარაძე.

ლევან ხაბეიშვილი: მინიმალური გამარჯვება უკვე მოპოვებულია, კრუიზის ქალაქებიდან ამოღებულია ბათუმი - მოგვიწევს, ყოველდღიურ რეჟიმში ვიბრძოლოთ