ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„სამშობლოს სიყვარული არა მხოლოდ სადღეგრძელოში ითქმება ან სოციალურ ქსელში იწერება, არამედ იქ, სადაც მთელი ერი საქართველოს დასაცავად აპირებს დგომას - შენც იქ უნდა დადგე. დასავლელი პოლიტიკოსები, "გლობალური ომის პარტიიდან" საქართველოსთან მიმართებით შეცდომას უშვებენ. ჯერ შავი ფულით განიზრახეს ვაჭრობა ღირსების „შესასყიდად" და როდესაც ამაზე მტკიცე უარი მიიღეს, ისევ ფულით ვაჭრობა გააგრძელეს და პოლიტიკოსებს სანქციებით დაგვემუქრნენ.
საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან. ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის.
სამშობლოს დასაცავად გელით მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. დიდება საქართველოს!“, - დაწერა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
რის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს .
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
ცნობისთვის, 2024 წლის 3 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო რაც დღემდე გრძელდება