„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, ჯამში, 17 სტრუქტურულ ერთეულს აერთიანებს. ჩვენი მიზანია, სისტემა იყოს მეტად ეფექტიანი და უფრო მეტად პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რა დრო სჭირდება ნებისმიერი ნებართვის მიღებას. მოქნილი, მოქალაქეებზე მორგებული მომსახურება შესაძლებლობას იძლევა, კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი გახდეს კერძო სექტორი.








