პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს რეიტინგი არ აქვთ და მათ ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.

"ჩვენ აქამდეც გვახსოვს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი იყო საპრეზიდენტო კანდიდატი, თუ როგორ მოიხსენიებდა მას რადიკალური ოპოზიცია, შემდგომ კი, როგორ აღმოჩნდნენ ერთ ნავში, როგორ იღებდნენ უცხოეთიდან დავალებებს. მაშინ, როდესაც მათ ვერ შეასრულეს ეს დავალებები, ვერ მოახერხეს ქვეყნის არევა და ქვეყანაში ცეცხლის დანთება, რევოლუციის მოწყობა, ბუნებრივია, რომ შიდა ინტერესები უკვე მაღალი ალბათობით აღარ ემთხვევა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ერთ ნავში მყოფ, ერთი წყაროდან დავალების მიმღები პირებისთვის, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი და დანარჩენი რადიკალები, ისინი გაერთიანდებიან თუ დაიყოფიან, შედეგი არის აბსოლუტურად ერთი, რადგანაც ნულოვანი არის მათი რეიტინგი საზოგადოების მხრიდან", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.