ევროკავშირთან დიალოგი საქართველოს არ შეუჩერებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლსობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ღიაა და მზადაა, დიალოგი განახლდეს პარტნიორული საფუძვლებიდან გამომდინარე
„ევროკავშირის ელჩის განცხადება კარგად გახსოვთ, ევრობიუროკრატიამ როგორ მიიღო გადაწყვეტილება და უაპელაციოდ როგორ შეაჩერა დიალოგი საქართველოსთან. ჩვენი ქვეყანა ღიაა და მზადაა, დიალოგი განახლდეს პარტნიორული საფუძვლებიდან გამომდინარე. აქ დიდის და პატარის ნაცვლად, თანასწორი პარტნიორული ურთიერთობა უნდა იყოს, რომელიც სწორად დააფასებს საქართველოს როლს, მიღწევებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დიალოგის განახლება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.







