კოალიცია „ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს. ხოლო საარჩევნო შტაბის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება.
პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა. ადამიანი, რომელსაც არასდროს, არცერთ კრიტიკული სიტუაციის დროს არ დაუფიქრებია ნეიტრალური პოზიცია. ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლის ყველა წინა ხაზზე იდგა. ძალიან სერიოზული პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანი და მინდა მადლობა გადავუხადო მას, რომ ამ ბრძოლაში მან ითავა, ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამხდარიყო. მინდა, მივესალმოთ დათო გამყრელიძეს"
დავით გამყრელიძე: "მე მართლაც აღფრთოვანებული ვარ თუ რამხელა ინტელექტი, გამოცდილება, წარმატებული ისტორიები არის აქ თავმოყრილი. ალბათ ეს არის მიზეზი, რომ მე ცოტა რთული გადაწყვეტილება მივიღე ჩემთვის, გამოვედი ჩემი კომფორტის ზონიდან და მივიღე ეს გადაწყვეტილება და ჩავერთე ამ სერიოზულ ბრძოლაში, ომში, რომელიც გველოდება წინ. ჩემი ამოცანა, ამ ადამიანებთან ერთად იქნება, რომ კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ყველაზე კარგი შედეგი დადოს ამ არჩევნებზე, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მთავარი მიზანი პირადად ჩემთვის, ამ გუნდისთვის და ალბათ, მთლიანად საზოგადოებისთვის უნდა იყოს და იქნება ის, რომ ჩვენ უზრუნველყოთ რეჟიმის ცვლილება და ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულება. აქედან გამომდინარე, მე ვაცხადებ, რომ ჩემს ერთ-ერთ ფუნქციად ვთვლი იმასაც, რომ მაქსიმალური კოორდინაცია მოვახდინოთ კოალიციამ სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რათა კოორდინირებულად დავაფიქსიროთ ჩვენ გამარჯვება, გავუშვათ სახლში რუსული ხელისუფლება და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე".
ანა დოლიძე