ხელისუფლებას აწყობს რინგზე მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ ერთი ერთში ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ რინგზე ყოველთვის მოუგებს,- ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ახლა არის ფიქრის დრო, არამარტო ქეიფის დრო და ახლა არის დაღვინების პროცესი. მე ვვარაუდობ, რომ ამ გაზაფხულზე გამოჩნდება კონფიგურაცია, რას შეძლებენ პატარა პარტიები. ერთი დე ფაქტო კოალიცია არის 5 ნომერი, მეორე არის გახარია, რომელსაც აქვს 5 %-ის გადალახვის შანსი. მე არ მგონია, რომ პატიმართან პოლემიკა იყოს სწორი გზა, უამრავი რამ არ მომწონს მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ მაქსიმალურად ვერიდები ყოველგვარ პოლემიკას, პოლიტიკური მოტივებით დაკავებული ადამიანთან და როცა ვამბობ, პოლიტიკური მოტივებით დაკავებულია, მშვენივრად ვიცი ვალერი გელაშვილის საქმე და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არიქა ახლა ფრთიანი ანგელოზია, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ვიცით ხელისუფლების განწყობები მის მიმართ. გასაგებია, რომ ხელისუფლებას აწყობს რინგზე მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ ერთი ეთერში განაცხერთში ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ რინგზე ყოველთვის მოუგებს, მაგრამ როდესაც ხედავს ხელისუფლება, რომ საფრთხე გაჩნდა პატარა პარტიების ურთიერთ-სათანამშრომლო ფორმატისა, ხელისუფლებამ ჩვენსავით დაინახა, რომ ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა არის პატარების დიდ გაერთიანებაში“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.