როგორც ჩანს, ერთი დიდი გაერთიანება არ გამოვა, არა და ეს გამარჯვების ფორმულაა, მაგრამ გამარჯვების შესაძლებლობა არის ორი საშუალო გაერთიანებაც,- ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ხელისუფლება ხვდება, რომ რეალური დიდი საფრთხე მათთვის არის პატარა პარტიების დიდი გაერთიანება, ამიტომ ქოლავს, ამიტომ არის რომ ბლოკები აკრძალა... ამ გაერთიანებას ერთი ცენტრი არ ეყოლება, შეუძლებელია რომელიმე 3 %-იანმა პარტიამ 20 %-ზე მეტი რომ არის რესურსი, იმის ლიდერობაზე განაცხადოს პრეტენზია. როგორც ჩანს, ერთი დიდი გაერთიანება არ გამოვა, არა და ეს გამარჯვების ფორმულაა, მაგრამ გამარჯვების შესაძლებლობა არის ორი საშუალო გაერთიანებაც“,- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.