საქართველოს ხელისუფლების წარმატება არაღიარების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდაში ვლინდება, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ განაცხადა გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.
„ეს არის რეზოლუცია, რომელსაც წლიდან წლამდე საქართველო წარადგენს. საქართველოს ხელისუფლების წარმატება არაღიარების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდაში ვლინდება და ეს კენჭისყრა არის დასტური იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოება მხარს უჭერს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას“, - აცხადებს ბაქრაძე.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 64 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.