"სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სათანადოდ არ უვლიან. 
"ყოფილა დიაგნოზები, რომელიც უნდა დასმულიყო და ვერ დაისვა. ახლაც რომ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა, შეიძლება, გარკვეული შეუქცევადი ცვლილებები მოხდეს. განსაკუთრებით, კუჭნაწლავის სისხლდენის ამბავი, რომელიც ერთ-ერთმა დეპუტატმა გამოიტანა და არც ვიცოდით. ესეც დაუსმელ დიაგნოზებშია ჩამოთვლილი.  შესაბამისი მოვლა პატრონობა არ აქვს პაციენტს,"- თქვა სერგო ჩიხლაძემ. მისივე შეფასებით, სააკაშვილი რომ მოეთავსებინათ მრავალპროფილურ კლინიკაში, დაუსმელი დიაგნოზები არ დარჩებოდა.