48 წელია, საქართველოს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მილოცვაშია ნათქვამი.
„შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, თითქმის ნახევარი საუკუნეა, ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს.
ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობასა და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მისალოც ტექსტში.




